ჩინეთში აცხადებენ, რომ მზად არიან, გააძლიერონ კოორდინაცია ეგვიპტესთან და არაბულ ქვეყნებთან, ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის გრძელვადიანი გადაწყვეტის მიზნით
„როიტერი“ ჩინეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ ჩინეთი მხარს უჭერს ეგვიპტის ძალისხმევას ჰუმანიტარული დერეფნების გასახსნელად და მზადაა, გააძლიეროს კოორდინაცია ეგვიპტესთან და არაბულ ქვეყნებთან, რათა ხელი შეუწყოს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის გრძელვადიან გადაწყვეტას.
„ჩინეთი აფასებს ეგვიპტის როლს სიტუაციის განმუხტვაში და ახლა მთავარი ამოცანაა ცეცხლის შეწყვეტა და ომის რაც შეიძლება დასრულება“, – განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა ეგვიპტის პრემიერ-მინისტრთან, მოსტაფა მადბულისთან საუბრისას.
ამასთან, სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ჩინეთი მზადაა, იმუშაოს ეგვიპტესთან ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიებისა და განახლებადი ენერგიის სფეროში თანამშრომლობის გასაძლიერებლად.