ჩინეთში აცხადებენ, რომ მზად არიან, გააძლიერონ კოორდინაცია ეგვიპტესთან და არაბულ ქვეყნებთან, ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის გრძელვადიანი გადაწყვეტის მიზნით

10:41, 19.10.2023

„როიტერი“ ჩინეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ ჩინეთი მხარს უჭერს ეგვიპტის ძალისხმევას ჰუმანიტარული დერეფნების გასახსნელად და მზადაა, გააძლიეროს კოორდინაცია ეგვიპტესთან და არაბულ ქვეყნებთან, რათა ხელი შეუწყოს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის გრძელვადიან გადაწყვეტას.

„ჩინეთი აფასებს ეგვიპტის როლს სიტუაციის განმუხტვაში და ახლა მთავარი ამოცანაა ცეცხლის შეწყვეტა და ომის რაც შეიძლება დასრულება“, – განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა ეგვიპტის პრემიერ-მინისტრთან, მოსტაფა მადბულისთან საუბრისას.

ამასთან, სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ჩინეთი მზადაა, იმუშაოს ეგვიპტესთან ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიებისა და განახლებადი ენერგიის სფეროში თანამშრომლობის გასაძლიერებლად.

მსგავსი