ჩინეთში 5,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

10:27, 18.05.2026

ჩინეთში 5,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთით, ლიოუჭოუს ოლქი იყო.

მიწისძვრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ოთხი ადამიანი ჰოსპიტალიზირებულია, ხოლო 7 000 ადამიანი იძულებული გახდა, საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა.

სამძებრო და სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

მსგავსი