ჩინეთში 1990-წლის შემდეგ პირველად, წელს მშპ-ს სამიზნე მაჩვენებელს არ დააწესებენ
ჩინეთში 1990-წლის შემდეგ პირველად, წელს მშპ-ს სამიზნე მაჩვენებელს არ დააწესებენ

ჩინეთს წელს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) წინასწარ განსაზღვრული მაჩვენებელი არ ექნება, – „გარდიანის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ეროვნულ სახალხო კონგრესს ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა, ლი კეციანმა განუცხადა.

მიზეზად „კოვიდ-19“-ის პანდემია სახელდება. ეს არის პირველი შემთხვევა 1990 წლის, შემდეგ როდესაც მთავრობამ მსგავსი სამიზნე ზღვარი არ დააწესა.

პრემიერის განცხადებით, „კოვიდ-19“-ის შედეგად გამოწვეული გაურკვევლობის ფონზე, ჩინეთის პრიორიტეტი ვითარების სტაბილიზება და ცხოვრების სტანდარტის შენარჩუნება იქნება.

მისივე თქმით, ქვეყნის ფისკალური დეფიციტი წელს მშპ- ს 3.6 პროცენტს შეადგენს, რაც წინა წლის მონაცემებთან შედარებით 140 მილიარდი დოლარით ნაკლები იქნება.