ჩინეთმა მეექვსე თაობის სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიაზე დაიწყო მუშაობა
ჩინეთმა მეექვსე თაობის (6G) სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიაზე დაიწყო მუშაობა. კვლევით საქმიანობაში ჩაერთვებიან: ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტრო, ეროვნული განვითარებისა და რეფორმების კომისია, განათლების სამინისტრო, ინდუსტრიისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტრო, ჩინეთის მეცნიერებათა აკადემია და ჩინეთის ეროვნული ბუნებრივ მეცნიერებათა ფონდი.
პეკინმა უნივერსიტეტებიდან, კვლევითი ინსტიტუტებიდან და საწარმოებიდან ტელეკომუნიკაციების ექსპერტების გუნდი შექმნა, რომლის შემადგენლობაში 37 ადამიანი შედის. გუნდის მიზანია, შემდგომი თაობის მობილური ინტერნეტის კავშირის სამეცნიერო მიზანშეწონილობა დაამტკიცოს.
მიმდინარე წლის 1-ელ ნოემბერს სამმა ჩინურმა ოპერატორმა მეხუთე თაობის (5G) უკაბელო მომსახურება აამოქმედა, რომელსაც მონაცემთა უზრუნველყოფა მეოთხე თაობის (4G) ტექნოლოგიაზე სულ მცირე 20-ჯერ სწრაფად შეუძლია.