ჩინეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ექსპერიმენტული ვაქცინა სამხედროებში გამოყენებისთვის დაამტკიცა
ჩინეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ექსპერიმენტული ვაქცინა სამხედროებში გამოყენებისთვის დაამტკიცა

ჩინეთის ხელისუფლებამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ექსპერიმენტული ვაქცინა სამხედროებში გამოყენებისთვის დაამტკიცა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ვაქცინა სახელწოდებით Ad5-nCoV შემუშავებულია ერთობლივად ჩინეთის სამხედრო სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტისა და კომპანია CanSino Biologics-ის მიერ.

კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვაქცინის კლინიკურმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ის უსაფრთხოა და გარკვეულწილად ეფექტიანი.

ვაქცინის გამოყენების ნებართვა 25 ივნისს ერთი წლის ვადით გაიცა. ნებართვის მიხედვით, მისი გამოყენება მხოლოდ სამხედროებში შეიძლება.