ჩინეთმა დიდ ბრიტანეთს საპასუხო სანქციები დაუწესა
ჩინეთმა დიდ ბრიტანეთს საპასუხო სანქციები დაუწესა

ჩინეთმა დიდ ბრიტანეთს საპასუხო სანქციები დაუწესა.

როგორც ჩინეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, ბრიტანეთის მოქალაქეებსა და ბრიტანულ ორგანიზაციებს სანქციები სინძიანის რაიონის შესახებ სიცრუისა და დეზინფორმაციის გავრცელების გამო დაუწესდათ.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სანქციები დაუწესდა ოთხ კომპანიასა და ცხრა ფიზიკურ პირს, მათ შორის კანონმდებლებს, კონსერვატიული პარტიის ყოფილ ლიდერს, იან დანკან სმიტს და კონსერვატიული პარტიის ადამიანის უფლებათა კომისიას.

ბრიტანეთის მთავრობამ ჩინეთის გადაწყვეტილება დაგმო და პეკინის მიერ სანქციების დაწესება კრიტიკის ჩახშობის მცდელობად შეაფასა.

შეგახსენებთ, 22 მარტს დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა, აშშ-მა და კანადამ ჩინეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესა სინძიანის რაიონში უიღურთა უფლებების დარღვევისთვის.

დატოვე კომენტარი