ჩინეთმა ავღანეთის მმართველ თალიბანთან ნავთობის მოპოვების თაობაზე კონტრაქტი გააფორმა
ჩინეთმა ავღანეთის მმართველ თალიბანთან ნავთობის მოპოვების თაობაზე კონტრაქტი გააფორმა

ჩინეთმა ავღანეთის მმართველ თალიბანთან ნავთობის მოპოვების თაობაზე კონტრაქტი გააფორმა.

შეთანხმების მიხედვით, ჩინური ნავთობისა და გაზის კომპანია ცენტრალური აზიის ერთ-ერთი უმთავრესი მდინარის, ამუდარიის აუზიდან ნავთობის მოპოვებას დაიწყებს.

საუბარია 4 500 კვადრატული კილომეტრის ფართობის მქონე ტერიტორიაზე. ეს ავღანეთის ხელისუფლებაში თალიბანის მოსვლის შემდეგ ქვეყანასთან გაფორმებული პირველი საერთაშორისო კონტრაქტია.

აღსანიშნავია, რომ თალიბანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აშშ-მ ავღანეთს სანქციები დაუწესა, რომლის ფარგლებში საერთაშორისო აქტივები დაუყადაღა და ჰუმანიტარული დახმარება შეუწყვიტა, რის გამოც ქვეყანა შიმშილის ზღვარზეა.