ჩინეთმა არქტიკის გავლით ევროპასთან რეგულარული საკონტეინერო გადაზიდვები დაიწყო

13:01, 18.08.2026

ჩინეთმა არქტიკის გავლით ევროპასთან რეგულარული საკონტეინერო გადაზიდვები დაიწყო. ჩინურმა გადაზიდვების კომპანიამ, Sea Legend-მა დაიწყო პირველი რეგულარული რეისები ჩრდილოეთის ზღვის მარშრუტზე, რომელიც რუსეთის სანაპიროს გვერდის ავლით კვეთს არქტიკას.

2025 წელს ერთი საპილოტე მოგზაურობის შემდეგ Sea Legend-მა არქტიკული მარშრუტის გავლით რეგულარული კონტეინერების გადაზიდვა დაიწყო.

აღმოსავლეთ ჩინეთში, ნინგბოსა და ბრიტანეთში, ფელიქსტოუს შორის საკონტეინერო გადაზიდვა, სავარაუდოდ, 20 დღეს გასტანს, რაც სუეცის არხით გავლით ჩვეულებრივი დროის დაახლოებით ნახევარია.

ექსპერტების თქმით, ეს მარშრუტი იდეალურია ტემპერატურის მიმართ მგრძნობიარე ტვირთებისთვის, მათ შორის ელექტრომობილებისთვის, ლითიუმის ბატარეებისა და მზის ენერგიის პროდუქტებისთვის. ჩინეთი ამ კუთხით დომინანტური გლობალური ექსპორტიორი გახდა.

ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა, პირველად საჯაროდ მოუწოდა ჩინეთსა და რუსეთს არქტიკული საზღვაო მარშრუტების განვითარებისა და „პოლარული აბრეშუმის გზის“ მშენებლობისკენ 2017 წელს.

ჩრდილოეთის საზღვაო მარშრუტით ტვირთების გაგზავნის ინტერესი იაპონიამ, კორეამ და ინდოეთმაც გამოთქვეს.

მსგავსი