ჩინეთისა და აღმოსავლეთ აზიის კვლევის ცენტრმა, მეორე მსოფლიო ომში ჩინეთის როლთან დაკავშირებით ღონისძიება გამართა

16:56, 10.09.2026

ჩინეთისა და აღმოსავლეთ აზიის კვლევის ცენტრმა, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით, ღონისძიება გამართა, რომელიც ჩინელი ხალხის იაპონური აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსოფლიო ანტიფაშისტურ ომში გამარჯვების 81-ე წლისთავს მიეძღვნა.

პროექტის ფარგლებში მომზადდა სპეციალური გადაცემა მეორე მსოფლიო ომის პერიოდის ჩინური საბრძოლო და პატრიოტული სიმღერების შესახებ. ღონისძიების მიზანი ქართველი აუდიტორიისთვის მეორე მსოფლიო ომის წლებში ჩინელი ხალხის ბრძოლის, წინააღმდეგობისა და გამარჯვებაში შეტანილი წვლილის გაცნობა წარმოადგენდა.

ღონისძიებათა დასასრულს მოსწავლეთა ესეების კონკურსი გაიმართა თემაზე – „ჩინეთის როლი მეორე მსოფლიო ომში“. კონკურსში საქართველოს სხვადასხვა სკოლის 10 მოსწავლე მონაწილეობდა.

კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოში გაიმართა. გამარჯვებულ მოსწავლეებს საჩუქრები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ტაი ჩუნიუნგმა და ჩინეთისა და აღმოსავლეთ აზიის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა გადასცეს.

მსგავსი