ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრო - აშშ-ის მუქარა ჩინეთის მიმართ ტარიფების გაზრდის თაობაზე არის შეცდომა შეცდომაზე, რაც კიდევ ერთხელ ამჟღავნებს აშშ-ის შანტაჟის ბუნებას
ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრო - აშშ-ის მუქარა ჩინეთის მიმართ ტარიფების გაზრდის თაობაზე არის შეცდომა შეცდომაზე, რაც კიდევ ერთხელ ამჟღავნებს აშშ-ის შანტაჟის ბუნებას

ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროში აცხადებენ, რომ იბრძოლებენ აშშ-ის მიერ დაწესებული ტარიფების წინააღმდეგ.

„აშშ-ის მუქარა ჩინეთის მიმართ ტარიფების გაზრდის თაობაზე არის შეცდომა შეცდომაზე, რაც კიდევ ერთხელ ამჟღავნებს აშშ-ის შანტაჟის ბუნებას. ჩინეთი არასდროს დათანხმდება ამას. აშშ თუ დაჟინებით გააგრძელებს საკუთარ გზაზე სიარულს, ჩინეთი იბრძოლებს მის წინააღმდეგ ბოლომდე. აშშ თუ გაამკაცრებს თავის სატარიფო ზომებს, ჩინეთი გადამწყვეტ საპასუხო ზომებს მიიღებს საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად“, – განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა.

სამინისტროში კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ სავაჭრო ომში გამარჯვებული არ არსებობს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთს დამატებითი ტარიფების დაწესებით დაემუქრა. დონალდ ტრამპმა „თრუს სოშიალზე“ დაწერა, რომ ჩინეთს დამატებით 50%-იან ტარიფს დაუწესებს, თუ ქვეყანა არ გააუქმებს საპასუხო ტარიფებს.