ჩინეთის თავდაცვის სამინისტრო ინდოეთის საზღვართან მომხდარ დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობას ინდოეთს აკისრებს
ჩინეთის თავდაცვის სამინისტრო ინდოეთის საზღვართან მომხდარ დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობას ინდოეთს აკისრებს. ამის შესახებ ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ სოციალური მედიის ქსელებში გავრცელებული განცხადებაშია ნათქვამი. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
სამინისტროს თქმით, ინდოეთმა ორ ქვეყანაშ შორის მიღწეული კონსენსუსი ცალმხრივი პროვოკაციით დაარღვია.
ინდოეთისა და ჩინეთის სამხედროებს შორის შეტაკება მთიან ტერასაზე, გალვანის ველზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, სამხედროებს შორის ხელჩართული ჩხუბი მოხდა, მათ ერთმანეთს ქვები და სხვადასხვა ნივთი დაუშინეს, რამდენიმე ადამიანი ცემით მოკლეს, ზოგიერთი კი მდინარეში გადააგდეს. ინდოეთის არმიის განცხადებით, შეტაკებას 20 ინდოელი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა.