ჩინეთის სიჩუანის პროვინციაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 46-მდე გაიზარდა
ჩინეთის სიჩუანის პროვინციაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 46-მდე გაიზარდა

ჩინეთის სიჩუანის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 46-მდე გაიზარდა. 16 ადამიანი დაკარგულია.

მედიის ცნობით, 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი სიჩუანის პროვინციის ქალაქ ლუდინგთან იყო. მიწისქვეშა ბიძგების შედეგად, რამდენიმე ადგილას მეწყერი ჩამოწვა.

ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა პროვინციის დედაქალაქ ჩენდუშიც, სადაც 21 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს და სადაც „კოვიდ-19“-ის გამო ლოკდაუნია გამოცხადებული.

სიჩუანის პროვინცია ტიბეტის პლატოს კიდეზე მდებარეობს, სადაც ტექტონიკური ფილები ერთმანეთს ხვდება. აღნიშნულ პროვინციაში მიწისძვრა ხშირი მოვლენაა. ივნისში ორ მიწისძვრას პროვინციაში სულ მცირე ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.