ჩინეთის სამხედრო ძალებმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში რეგულარული პატრულირება ჩაატარეს
ჩინეთის სამხედრო ძალებმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში რეგულარული პატრულირება ჩაატარეს

ჩინეთის სამხედრო ძალების განცხადებით, 23-დან 26 თებერვლამდე სამხრეთ ჩინეთის ზღვაში რეგულარული პატრულირება ჩაატარეს.

ამასთან, მათ ფილიპინები, არარეგიონულ ქვეყნებთან, აშშ-სა და იაპონიასთან ერთად ერთობლივი პატრულირების ორგანიზებით, მშვიდობისა და სტაბილურობის „ჩაშლაში“ დაადანაშაულეს.

ჩინეთის სამხედრო ძალებში ასევე აცხადებენ, რომ ჩინეთის ტერიტორიულ სუვერენიტეტს, საზღვაო უფლებებსა და ინტერესებს მტკიცედ დაიცავენ.

ამასთან, ფილიპინების შეიარაღებულმა ძალებმა პარასკევს განაცხადეს, რომ სამხედრო მოკავშირეებს შორის თანამშრომლობის გასაძლიერებლად ფილიპინების, აშშ-ისა და იაპონიის საზღვაო ძალებმა ამ კვირაში სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ერთობლივი წვრთნები გაიარეს.