ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩომ საქართველოს პარალიმპიურ კომიტეტს ადაპტირებული მიკროავტობუსი გადასცა
პირველ თებერვალს, 15:00 საათზე, ექსპო ჯორჯიას საგამოფენო ცენტრის პირველი პავილიონის მიმდებარედ (წერეთლის გამზირი 118) გაიმართა ღონისძიება, სადაც საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩომ საქართველოს პარალიმპიურ კომიტეტს საჩუქრად ადაპტირებულ მიკროავტობუსი (JAC) გადასცა.
ღონისძიებას საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი ძი იენჩი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, პარლამენტის წევრები, პარალიმიური კომიტეტის პრეზიდენტი შალვა მასიურაძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის დირექტორი ირაკლი დოლაბერიძე და პარასპორტსმენები დაესწრნენ.
სპორტი – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტი