ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ლი ციანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ლი ციანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ლი ციანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, მიღება ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელების პატივსაცემად გაიმართა.

საერთაშორისო იმპორტის მე-8 გამოფენა შანხაიში ხვალ ოფიციალურად გაიხსნება.

საქართველო ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს.