ჩინეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის გავრცელების საკითხზე გამოძიების დაწყება ნაადრევია
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯერ ნაადრევია გამოძიების დაწყება „კოვიდ-19“-ის სათავეებსა და გავრცელებასთან დაკავშირებით. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
სამინისტროს სპიკერმა, გენ შუანმა ბრიფინგისას განაცხადა, რომ ქვეყნების უმრავლესობისთვის პანდემია ჯერ კიდევ არ დასრულებულა და ამიტომ გამოძიების დაწყება ჯერ მიზანშეწონილი არ არის.
სპიკერმა ასევე განაცხადა, რომ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ასამბლეას ვიდეომიმართვით გახსნის.