ჩინეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ირანის ბირთვულ საკითხზე ირანისა და რუსეთის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს გამართავენ
FILE PHOTO: China's foreign ministry spokesperson Mao Ning attends a press conference in Beijing, China July 26, 2023. REUTERS/Tingshu Wang/File Photo
ჩინეთი ირანის ბირთვულ საკითხზე ირანისა და რუსეთის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს გამართავს. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მაო ნინმა განაცხადა.
ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, ირანი და რუსეთი პეკინში საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებს გაგზავნიან. სამი მხარე გაცვლის შეხედულებებს ირანის ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით და საერთო დღის წესრიგის სხვა საკითხებზე.
ჩინური მედიის თანახმად, ჩინეთი აძლიერებს სტრატეგიულ კავშირებს რუსეთსა და ირანთან და ამ კუთხით, სამივე ქვეყანა მონაწილეობს საზღვაო წვრთნებში – „უსაფრთხოების სარტყელი 2025“.
როგორც მედია წერს, ჩინეთის საზღვაო ფლოტი ჩავიდა ირანის ჩაბაჰარის პორტთან ახლოს. საზღვაო წვრთნები, რომელიც 13 მარტს დასრულდება, ომანის ყურეში მიმდინარეობს.