ჩინეთის საგარეო უწყება - პიტ ჰეგსეთმა განზრახ უგულებელყო რეგიონის ქვეყნების მიერ მშვიდობისა და განვითარებისკენ მოწოდება და ამის ნაცვლად ჩინეთი ცილისმწამებლური ბრალდებებით გააკრიტიკა
ჩინეთის საგარეო უწყება - პიტ ჰეგსეთმა განზრახ უგულებელყო რეგიონის ქვეყნების მიერ მშვიდობისა და განვითარებისკენ მოწოდება და ამის ნაცვლად ჩინეთი ცილისმწამებლური ბრალდებებით გააკრიტიკა

ჩინეთი შეერთებულ შტატების თავდაცვის მდივნის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ცილისმწამებლურს უწოდებს. საუბარია, პენტაგონის ხელმძღვანელის გუშინდელ განცხადებაზე, სადაც მან თქვა, რომ პეკინი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ძალთა ბალანსის შესაცვლელად სამხედრო ძალის პოტენციური გამოყენებისთვის ემზადება.

„ჰეგსეთმა განზრახ უგულებელყო რეგიონის ქვეყნების მიერ მშვიდობისა და განვითარებისკენ მოწოდება და ამის ნაცვლად, ცივი ომის მენტალიტეტი ბლოკურ დაპირისპირებად აქცია, ჩინეთი ცილისმწამებლური ბრალდებებით გააკრიტიკა და ჩინეთს „საფრთხე უწოდა“. შეერთებულმა შტატებმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში შეტევითი შეიარაღება განალაგა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ცეცხლის გაღვივებასა და დაძაბულობის შექმნას განაგრძობს, რაც რეგიონს დენთის კასრად აქცევს“, – ნათქვამია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე გავრცელებულ განცხადებაში.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა: „ყველასთვის ნათელი უნდა იყოს, რომ პეკინი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ძალთა ბალანსის შესაცვლელად სამხედრო ძალის პოტენციური გამოყენებისთვის ემზადება“.