პიტ ჰეგსეტი - ყველასთვის ნათელი უნდა იყოს, რომ პეკინი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ძალთა ბალანსის შესაცვლელად სამხედრო ძალის პოტენციური გამოყენებისთვის ემზადება
ყველასთვის ნათელი უნდა იყოს, რომ პეკინი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ძალთა ბალანსის შესაცვლელად სამხედრო ძალის პოტენციური გამოყენებისთვის ემზადება, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა.
მისივე თქმით, ჩინეთიდან მომავალი საფრთხე რეალური და პოტენციურად გარდაუვალია.
„ყველასთვის ნათელი უნდა იყოს, რომ პეკინი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ძალთა ბალანსის შესაცვლელად სამხედრო ძალის პოტენციური გამოყენებისთვის ემზადება“, – განაცხადა ჰეგსეტმა.
როგორც ჰესგეტმა აღნიშნა, ჩინეთის მიერ ტაივანის დაპყრობის ნებისმიერი მცდელობა ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონისა და მსოფლიოსთვის დამანგრეველ შედეგებს გამოიწვევს.
„ცოტა ძნელი დასაჯერებელია ამას რომ ვამბობ, მაგრამ ევროპაში რამდენიმე ვიზიტის შემდეგ და პრეზიდენტ ტრამპის დამსახურებით, აზიელმა მოკავშირეებმა ევროპულ ქვეყნებს უნდა მიბაძონ. ნატო-ს წევრები, გერმანიაც კი, ვალდებულებას იღებენ, რომ თავდაცვაზე მშპ-ის 5%-ს დახარჯავენ. ევროპის ქვეყნების მიერ ამის გაკეთებას აზრი არ აქვს, მაშინ როცა აზიაში მთავარი მოკავშირეები კიდევ უფრო ძლიერი საფრთხის პირობებში თავდაცვაზე უფრო ნაკლებს ხარჯავენ“, – აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.