ჩინეთის საგარეო უწყება - მოვუწოდებთ აშშ-ს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პრეზიდენტი მადურო და მისი მეუღლე, ასევე შეწყვიტოს ვენესუელის რეჟიმის დამხობის მცდელობები
ჩინეთის საგარეო უწყება - მოვუწოდებთ აშშ-ს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პრეზიდენტი მადურო და მისი მეუღლე, ასევე შეწყვიტოს ვენესუელის რეჟიმის დამხობის მცდელობები

პეკინი მოუწოდებს ვაშინგტონს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე სილია ფლორესი, რომლებიც აშშ-ის ძალებმა გაიტაცეს და ამჟამად ამერიკაში წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.

„ჩინეთი მოუწოდებს აშშ-ს, უზრუნველყოს პრეზიდენტ მადუროსა და მისი მეუღლის პირადი უსაფრთხოება, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პრეზიდენტი მადურო და მისი მეუღლე, ასევე შეწყვიტოს ვენესუელის რეჟიმის დამხობის მცდელობები და საკითხი დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით მოაგვაროს“, – აღნიშნულია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, პეკინი „შეშფოთებულია და გმობს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ ამერიკის მიერ ძალის აშკარა გამოყენებას“.