ჩინეთის საგარეო უწყება აშშ-ს ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში შეჭრაში ადანაშაულებს
ჩინეთის საგარეო უწყება აშშ-ს ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში შეჭრაში ადანაშაულებს

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამერიკის შეერთებულ შტატებს ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში შეჭრაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ინფორმაცია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა.

საგარეო უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ძალების გემები სადავო პარასელის კუნძულების მიმდებარე ტერიტორიაზე ჩინეთის გაფრთხილების გარეშე შევიდნენ, რის შემდეგაც ჩინეთის შეიარაღებულმა ძალებმა, წესის მიხედვით, გემს გამაფრთხილებელი სიგნალი გაუგზავნეს და აკვატორიის დატოვება მოსთხოვეს.

„ჩინეთი გმობს ამერიკის შეერთებული შტატების ქმედებებს და ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევის მცდელობების აღკვეთისკენ მოუწოდებს. მსგავსი პროვოკაციული ქმედებები ჩინეთის უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს“, – აღნიშნულია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ოფიციალური პეკინი აცხადებს, რომ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად ყველა საჭირო ზომას მიიღებს.