ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინიტრო ადასტურებს ინფორმაციას, რომ 30 ოქტომბერს დონალდ ტრამპი და სი ძინპინი ერთმანეთს შეხვდებიან
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინიტრო ადასტურებს ინფორმაციას, რომ 30 ოქტომბერს დონალდ ტრამპი და სი ძინპინი ერთმანეთს შეხვდებიან

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს ინფორმაციას, რომ 30 ოქტომბერს აშშ-ისა და ჩინეთის ლიდერები ერთმანეთს შეხვდებიან.

როგორც ცნობილია, შეხვედრა სამხრეთ კორეის ქალაქ ბუსანში გაიმართება.

„მხარეები გაცვლიან მოსაზრებებს აშშ-ჩინეთის ურთიერთობებსა და ორმხრივი შეშფოთების საკითხებზე“, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

აშშ-ისა და ჩინეთის დელეგაციები, რამდენიმე თვეა, შეხვედრებს მართავენ. აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა მანამდე განაცხადა, რომ სწორედ ამ სავაჭრო მოლაპარაკებებმა მოამზადა ნიადაგი ლიდერების შეხვედრისთვის.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ ეს მისი პირველი შეხვედრა იქნება სი ძინ პინთან.