ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ჩინეთი „თალიბანის“ მიერ დასახელებული მთავრობის წარმომადგენლებთან ურთიერთობისთვის მზადაა
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ჩინეთი „თალიბანის“ მიერ დასახელებული მთავრობის წარმომადგენლებთან ურთიერთობისთვის მზადაა

ჩინეთი ავღანეთში „თალიბანის“ მიერ დასახელებული ახალი მთავრობის წარმომადგენლებთან ურთიერთობებისთვის მზადაა და ამას აუცილებელ ნაბიჯად მიიჩნევს.

როგორც „როიტერი“ წერს, აღნიშნულის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვან ვენბინმა განაცხადა.

„ჩინეთი ავღანეთის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემს. იმედი გვაქვს, რომ ავღანეთის ახალი ხელისუფლება გაითვალისწინებს საკუთარი მოსახლეობის ინტერესებსა და საერთაშორისო საზოგადოების მოლოდინებს“, – განაცხადა ვენბინმა.