ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი – დროა, აშშ-მა შეწყვიტოს არასწორი ქმედებები და სავაჭრო პარტნიორებთან უთანასწორობები კონსულტაციების გზით მოაგვაროს

19:40, 05.04.2025

ბაზრებმა თავისი სიტყვა თქვეს, – ასე გამოეხმაურა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი დონალდ ტრამპის მიერ  დაწესებულ ტარიფებს.

გუო ძიაკუნმა „ფეისბუქზე“ Dow Jones-ის, S&P 500-ისა და Nasdaq-ის ინდექსების კლების ამსახველი ფოტო გაავრცელა.

„დროა, აშშ-მა შეწყვიტოს არასწორი ქმედებები და სავაჭრო პარტნიორებთან უთანასწორობები თანასწორი კონსულტაციების გზით მოაგვაროს“, – დაწერა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

მსგავსი