ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი - ჩინეთის ბირთვულ ქობინებთან დაკავშირებით აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ანგარიში სავსეა ცრურწმენებით
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი - ჩინეთის ბირთვულ ქობინებთან დაკავშირებით აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ანგარიში სავსეა ცრურწმენებით

ჩინეთის ბირთვულ ქობინებთან დაკავშირებით აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ანგარიში სავსეა ცრურწმენებით. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ვან ვენბინმა განაცხადა.

ჩინეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ პენტაგონმა ანგარიში ჩინეთის ბირთვულ საფრთხეზე აქცენტის გასაკეთებლად გამოიყენა.

პეკინის განცხადებით, აშშ-ის თავდაცვის უწყების ანგარიში არის ჭორებზე დაფუძნებული იაფფასიანი დამაბნეველი ხრიკები და ყველაზე დიდ ბირთვულ საფრთხეს მსოფლიოსთვის თავად აშშ წარმოადგენს.

პენტაგონის ანგარიშის მიხედვით, მომდევნო წლების განმავლობაში ჩინეთის ბირთვული არსენალი გაიზრდება და პეკინს 2027 წლისთვის შესაძლოა, 700 ბირთვული ქობინი, 2030 წლისთვის კი 1 000 ბირთვული ქობინი ჰქონდეს.