ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - ზეწოლა, მუქარა ან შანტაჟი ჩინეთთან ურთიერთობის სწორი გზა არ არის, აშშ დაჟინებით თუ მოითხოვს სატარიფო ან სავაჭრო ომს, ჩინეთი ბოლომდე იბრძოლებს
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ლინ ძიანის განცხადებით, აშშ თუ გადაწყვეტს სატარიფო ან სავაჭრო ომის წარმოებას, ჩინეთი არ შეუშინდება პროვოკაციებს და „ბოლომდე იბრძოლებს“.
როგორც ლინ ძიანმა აღნიშნა, ზეწოლა, მუქარა ან შანტაჟი ჩინეთთან ურთიერთობის სწორი გზა არ არის.
„მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ სავაჭრო და სატარიფო ომებში გამარჯვებულები არ არსებობენ. ჩინეთი არ ქმნის პრობლემებს და არ ეშინია პრობლემების. ზეწოლა, მუქარა ან შანტაჟი არ არის ჩინეთთან ურთიერთობის სწორი გზა და ჩინეთი მიიღებს აუცილებელ ზომებს საკუთარი ლეგიტიმური, კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად. აშშ თუ უგულებელყოფს ორივე ქვეყნისა და საერთაშორისო საზოგადოების ინტერესებს და დაჟინებით მოითხოვს სატარიფო ან სავაჭრო ომს, ჩინეთი ბოლომდე იბრძოლებს“, – განაცხადა ლინ ძიანმა.