ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოითხოვს, კორონავირუსის წარმოშობის დასადგენად მსოფლიოში არსებული ამერიკული ბიოლაბორატორიები შეამოწმონ
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოითხოვს, რომ კორონავირუსის წარმოშობის დადგენის მიზნით, შესწავლილი იყოს მსოფლიოში არსებული ამერიკული ბიოლაბორატორიების საქმიანობა. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჩჟაო ლიძიანმა განაცხადა.
„მოვითხოვთ იმ პრობლემის დეტალურ გამოძიებას, რომელიც ეხება აშშ-ის ლაბორატორიებს მერილენდის შტატში და კიდევ 200 ამერიკულ ბაზას, რომელიც შექმნილია საზღვარგარეთ ბიოლოგიური ცდების ჩასატარებლად“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ჩინელი დიპლომატი იმედოვნებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა „ერთობლივი ძალისხმევით მოითხოვს აშშ-ისგან გამჭვირვალე მონაცემებს“.
„მოვითხოვთ, რომ აშშ-ის ტერიტორიაზე პანდემიის წარმოშობის წყაროს დასადგენად დეტალური გამოძიება ჩატარდეს და ასევე გამოვლინდნენ ის პირები, ვინც პასუხისმგებელი არიან აშშ-ში კორონავირუსთან არაეფექტურ ბრძოლაზე“, – განაცხადეს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
მანამდე, „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა გააფრთხილა ჩინეთი, რომ პეკინი იზოლაციაში აღმოჩნდება, თუ კორონავირუსის შესწავლის მიზნით ჩინეთში ჩასულ სპეციალისტებს ქვეყანაში არ ჩაუშვებენ.