ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - აშშ-ის თავდაცვის ახალი სტრატეგია „ცივი ომის“ მენტალიტეტს ასახავს
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - აშშ-ის თავდაცვის ახალი სტრატეგია „ცივი ომის“ მენტალიტეტს ასახავს

აშშ-ის თავდაცვის ახალი სტრატეგია „ცივი ომის“ მენტალიტეტს ასახავს, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

„მოხსენება „ნულოვანი შედეგის თამაშის“ იდეებითაა სავსე და განზრახ ამახინჯებს ჩინეთის დიპლომატიურ და თავდაცვის პოლიტიკას. დიდ ძალებს შორის მეტოქეობა გაზვიადებულია. ეს არსებითად მცდარია“, – აღნიშნა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

პეკინში ამბობენ, რომ ჩინეთი მისდევს განვითარების მშვიდობიან გზას, თავდაცვით პოლიტიკას და ხელს უწყობს მშვიდობას მსოფლიოში.

აშშ-ის თავდაცვის ახალ სტრატეგიაში რუსეთი და ჩინეთი ვაშინგტონის უსაფრთხოების მთავარ საფრთხეებადაა დასახელებული.