ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩინეთი სრულად სცემს პატივს დანიის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას გრენლანდიის საკითხთან დაკავშირებით
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩინეთი სრულად სცემს პატივს დანიის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას გრენლანდიის საკითხთან დაკავშირებით

ჩინეთი სრულად სცემს პატივს დანიის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას გრენლანდიის საკითხთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ პეკინში ვიზიტით მყოფ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ლარს ლოკე რასმუსენს განუცხადა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ვან იმ იმედი გამოთქვა, რომ დანია გააგრძელებს ჩინეთის ლეგიტიმური პოზიციის მხარდაჭერას ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ საკითხებში.

როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ორივე მხარე იზიარებს „ფართო კონსენსუსს“ მულტილატერალიზმისა და თავისუფალი ვაჭრობის დაცვასთან დაკავშირებით. მან ასევე განაცხადა, რომ ჩინეთი მზადაა, გააძლიეროს დიალოგი და თანამშრომლობა ევროკავშირთან.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის პეკინში ვიზიტი გაიმართა იმის ფონზე, რაც გასულ კვირას კოპენჰაგენში იმყოფებოდა ტაივანის ყოფილი პრეზიდენტი ცაი ინ-ვენი, რასაც ჩინეთის ხელისუფლების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. ცაი ინ-ვენი კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტს დაესწრო.