ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩინეთი მხარს უჭერს ყველა ძალისხმევას, რომელიც ხელს უწყობს სამშვიდობო მოლაპარაკებებს უკრაინაში
ჩინეთი მხარს უჭერს ყველა ძალისხმევას, რომელიც ხელს უწყობს სამშვიდობო მოლაპარაკებებს უკრაინაში, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა განაცხადა.
სხდომაზე ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის მხარდაჭერა.
„ღაზა და დასავლეთ სანაპირო პალესტინელი ხალხის სამშობლოა და არა პოლიტიკური ვაჭრობის საგანი“, – აღნიშნა ვანგ იმ.
ამასთან, როგორც შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, მაშინ, როდესაც ძირითადი ყურადღება უკრაინისკენაა მიმართული, ბევრი სხვა ცხელი წერტილი არსებობს.
„უნდა გავაცნობიეროთ, რომ დღევანდელ მსოფლიოში არ არის მხოლოდ უკრაინის საკითხი. არსებობს ბევრი სხვა ცხელი წერტილი, მათ შორის კრიზისი ღაზაში, რომლებიც ასევე საჭიროებენ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას. ეს საკითხები არ უნდა იყოს მარგინალიზებული“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.