ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-სა და ირანს შორის მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება - „მშვიდობის განთიადი დადგა“
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება. როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, აბას არაღჩისთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, „მშვიდობის განთიადი დადგა“.
ვან იმ აღნიშნა, რომ მთავარი ამოცანა ყველა მხარის მიერ აღებული ვალდებულებების რეალურად შესრულებაა.
„მთავარი ახლა ის არის, რომ ყველა მხარემ ნამდვილად შეასრულოს თავისი ვალდებულებები და თავიდან აიცილოს სხვადასხვა ხელისშემშლელი ფაქტორი“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამასთან, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის საკითხი სათანადოდ უნდა მოგვარდეს და საერთაშორისო საზოგადოების საერთო ინტერესები გათვალისწინებული უნდა იყოს.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა აშშ-ირანის ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს. შეთანხმების ხელმოწერა ვერსალის სასახლეში ვახშმის დროს შედგა.