ჩინეთის საერთაშორისო ლიტერატურულ ფორუმზე საქართველოს პირველად გიორგი კეკელიძე წარადგენს

18:13, 28.05.2018

28 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით, ჩინეთში ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფორუმი StoryDrive გაიმართება.

ჩინეთის საერთაშორისო ლიტერატურულ ფორუმზე საქართველოს პირველად გიორგი კეკელიძე წარადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

საქართველოს სახელით ფესტივალზე გიორგი კეკელიძე საკუთარ წიგნებს „გურული დღიურები“ და „თომას ზღაპრები“ წარადგენს.

მსგავსი