ჩინეთის საელჩო – ელჩმა ჭოუ ციენმა მადლობა გადაუხადა მარიამ ქვრივიშვილს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მხარდაჭერისთვის, გამოთქვა რწმენა, რომ ორი ქვეყანა გააგრძელებს თანამშრომლობის გაფართოებას
საქართველოში ჩინეთის საელჩო ჩინეთის ელჩის, ჭოუ ციენის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც საელჩო წერს, ელჩმა ჭოუ ციენმა მადლობა გადაუხადა მარიამ ქვრივიშვილს და ეკონომიკის სამინისტროს ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობის მხარდაჭერისთვის.
„7 ივლისს საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა მისიის დასრულებასთან დაკავშირებული შეხვედრა გამართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, მარიამ ქვრივიშვილთან. ელჩმა ჭოუ ციენმა მადლობა გადაუხადა მარიამ ქვრივიშვილს და ეკონომიკის სამინისტროს ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობისადმი დიდი მხარდაჭერისთვის, გამოთქვა რწმენა, რომ ორი ქვეყანა გააგრძელებს თანამშრომლობის გაფართოებას ურთიერთსასარგებლო და ორმხრივად მომგებიანი შედეგების საფუძველზე, ხელს შეუწყობს ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობას უფრო დიდი განვითარების მისაღწევად.
მარიამ ქვრივიშვილმა დადებითად შეაფასა ელჩი ჭოუ ციენის განსაკუთრებული წვლილი საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების განვითარებისა და ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის ხელშეწყობაში, განსაკუთრებით ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებასა და გაღრმავებაში. გამოთქვა მზადყოფნა, ჩინეთთან ერთად შეუწყოს ხელი ორ ქვეყანას შორის პრაქტიკულ თანამშრომლობაში უფრო მეტი ახალი შედეგის მიღწევას, რაც ორივე ერისთვის კეთილდღეობის მომტანი იქნება“, – წერს ჩინეთის საელჩო.