ჩინეთის საბავშვო ბაღში თავდასხმის შედეგად 14 მცირეწლოვანი დაშავდა

08:45, 26.10.2018

ჩინეთის საბავშვო ბაღში თავდასხმის შედეგად 14 მცირეწლოვანი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ჩონქინის დასახლებაში მოხდა. სამართალდამცველების განცხადებით, თავდამსხმელი 39 წლის ქალია.

უცხოური მედიის ცნობით, ქალი ბავშვებს დანით დაესხა თავს.

ჯერ უცნობია, რა გახდა თავდასხმის მოტივი.

მსგავსი