„ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ წარმომადგენლები გაფიცულ თანამშრომლებს ხვდებიან

19:32, 17.01.2018

გაფიცულებსა და კომპანია „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს. პროცესში რკინიგზის პროფკავშირის წარმომადგენელი პაატა ნინუა ჩაერთო. მისი თქმით, დამსაქმებლები აქციის მონაწილეებს ინდივიდუალურად შეხვდებიან.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟათუბანში შრომის ინსპექციის წარმომადგენლები ჩავიდნენ. დასკვნას შრომის ინსპექცია ადგილზე არსებული ვითარების შესახებ რამდენიმე დღეში დადებს.

სარკინიგზო გვირაბის გაყვანის სამუშაოებზე დასაქმებულების აქცია სოფელ ბეჟათუბანში მეორე დღეა, მიმდინარეობს.

მსგავსი