„ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ გაფიცულმა თანამშრომლებმა სამსახური დატოვეს
„ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ გაფიცულმა თანამშრომლებმა სამსახური დატოვეს

ქვიშხეთში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულებსა და მათი დამსაქმებლის, „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.

კომპანიამ უარი თქვა მათთვის ხელფასის მომატებაზე. შედეგად, სამოცივე გაფიცულმა თანამშრომელმა სამსახური დატოვა. არსებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება მოლაპარაკების დასრულების შემდეგ მათ თავად მიიღეს.

„ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ თანამშრომლები ორი დღის განმავლობაში იყვნენ გაფიცული და ხელფასების მომატებას ითხოვდნენ.