ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, აზიის ფეხბურთის კონფედერაციამ ჩინეთის ქალაქ ვუჰანში მომავალ თვეში გასამართი ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი ქალთა ფეხბურთში სხვა ქალაქში გადაიტანა.
მატჩები ავსტრალიას, ტაივანსა და მასპინძელ ჩინეთს შორის ვუჰანიდან 500 კილომეტრის მოშორებით მდებარე ქალაქ ნანკინში გაიმართება.
ამის მიზეზი ტაივანის ნაკრების წარმომადგენელთა პოზიცია გახდა. მათ უარი განაცხადეს გუნდის ჩინეთში გაგზავნაზე, თუ მატჩები სხვაგან არ გადაიდებოდა.
ტურნირი 3-9 თებერვალს უნდა გაიმართოს და სამიდან ორი საუკეთესო გუნდი გადამწყვეტ პლეიპფში გავა
შეგახსენებთ, რომ ქალაქ ვუჰანში კორონავირუსით ადამიანების დაავადების 440 შემთხვევა დაფიქსირდა და აქედან ცხრა შემთხვევა ფატალურად დასრულდა.