ჩინეთის პრეზიდენტმა ქვეყნის არმიას საბრძოლო მზადყოფნის ყოვლისმომცველი გაძლიერებისკენ მოუწოდა
ჩინეთის პრეზიდენტმა ქვეყნის არმიას საბრძოლო მზადყოფნის ყოვლისმომცველი გაძლიერებისკენ მოუწოდა

ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა ქვეყნის არმიას საბრძოლო მზადყოფნის ყოვლისმომცველი გაძლიერებისკენ მოუწოდა.

მედიის ინფორმაციით, ჩინეთის პრეზიდენტი არმიის შემოწმების ფარგლებში, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში, 78-ე საარმიო დაჯგუფების შტაბბინაში იმყოფებოდა. სი ძინპინმა მოუწოდა სამხედროებს, გააძლიერონ ძალისხმევა საბრძოლო მზადყოფნის გასაუმჯობესებლად, საკვანძო საკთხების სწავლებისთვის და ახალი საბრძოლო შესაძლებლობების ასამაღლებლად.

ჩინეთის პრეზიდენტმა ისაუბრა შეიარაღებული ძალების მთლიანობისა და ერთიანობის მაღალი დონის შენარჩუნების და სამხედროების სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე.