ჩინეთის პორტში სატვირთო გემზე ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა
ჩინეთის პორტში სატვირთო გემზე ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა.
საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ იტყობინება, რომ ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ გემზე, Ocean Melody-ზე, რომელიც ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსთან იმყოფებოდა, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.
ინციდენტის დროს გემზე 42 ადამიანი იმყოფებოდა. ხანძარი ადგილობრივი დროით დაახლოებით 11:00 საათზე გაჩნდა და 14:30 საათისთვის ჩააქრეს. ხანძრის შედეგად დაშავებული ხუთი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარს გამოეხმაურა ჩინეთის პრეზიდენტიც. სი ძინპინმა შესაბამის ორგანოებს სწრაფი გამოძიებისკენ მოუწოდა და პასუხისმგებელი პირების დასჯის განკარგულება გასცა.