ჩინეთის მთავრობის ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ჩინეთის მთავრობის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.
ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, რომ ყველა ახალი შემთხვევა იმპორტირებულია. ასევე, დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ცხრა უსიმპტომო შემთხვევა გამოვლინდა, რასაც ჩინეთის ხელისუფლება ოფიციალურ სტატისტიკაში არ თვლის.
ოფიციალური მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩინეთში „კოვიდ-19“-ის 86 770 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 4 634 ადამიანი.