ჩინეთის მიერ ნაჩუქარი 420 ათასი აშშ დოლარის ღირებულების სწრაფი ტესტები უკვე საქართველოშია
ჩინეთის მიერ ნაჩუქარი 420 ათასი აშშ დოლარის ღირებულების სწრაფი ტესტები უკვე საქართველოშია

ჩინეთის მიერ ნაჩუქარი სწრაფი ტესტები უკვე საქართველოშია, – ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“,  საკუთარ გვერდზე წერს და შესაბამის ფოტოებსაც აქვეყნებს.

მისი ინფორმაციით, კორონავირუსისა და სხვა რესპირატორული ვირუსების გამოსავლენად განკუთვნილი ტესტები 420 ათასი აშშ დოლარის ღირებულებისაა.

„სიჩუანის პროვინციის მთავრობის მიერ საქართველოსთვის ნაჩუქარი 420 ათასი აშშ დოლარის ღირებულების, კორონავირუსისა და სხვა რესპირატორული ვირუსების გამოსავლენი სწრაფი ტესტები, შესაბამისი აღჭურვილობითა და აპარატურით უკვე თბილისშია“, – აცხადებს ელჩი არჩილ კალანდია.

დატოვე კომენტარი