ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი ფხენიანში ჩავიდა
ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი ფხენიანში ჩავიდა

ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი ფხენიანში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ჩინეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სი ძინპინი ჩრდილოეთ კორეაში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. ის ბოლო 14 წლის განმავლობაში ჩინეთის პირველი ლიდერი გახდა, რომელიც ჩრდილოეთ კორეას სახელმწიფო ვიზიტით ეწვია.

სააგენტო „სინჰუა“ წერს, რომ სი ძინპინს ფხენიანში მრავალრიცხოვანი სამთავრობო დელეგაცია ახლავს.