ჩინეთის ხელისუფლება ადასტურებს, რომ ინტერპოლის ხელმძღვანელი ჩინეთშია დაკავებული
ჩინეთის ხელისუფლება ადასტურებს, რომ ინტერპოლის ხელმძღვანელი ჩინეთშია დაკავებული

ჩინეთის ხელისუფლება ადასტურებს, რომ ინტერპოლის გაუჩინარებული ხელმძღვანელი მენ ჰუნვეი ჩინეთშია დაკავებული. BBC-ის ცნობით, ჩინეთის ანტიკორუფციული ორგანო მას კანონის დარღვევაში სდებს ბრალს.

მენ ჰუნვეი, რომელიც ასევე ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებს, ლიონიდან ჩინეთში გამგზავრების შემდეგ დაიკარგა.

ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომისიის განცხადებით, მენ ჰუნვეისთან დაკავშირებით შემოწმების პროცედურას ჩინეთის საზედამხედველო კომისია აწარმოებს. ამასთან, განცხადებაში არაა დაკონკრეტებული, თუ რომელი კანონის დარღვევაში ედავეიან ინტერპოლის უფროსს.

მენ ჰუნვეი 29 სექტემბერს ჩინეთში გაემგზავრა და მას შემდეგ არ გამოჩენილა.

6 ოქტომბერს „ინტერპოლმა“ ოფიციალურად მიმართა ჩინეთის მთავრობას და ორგანიზაციის დირექტორის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოსთხოვა.