ჩინეთის ერთ-ერთ ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა
ჩინეთის ერთ-ერთ ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა

ჩინეთის პროვინცია ჰენანში მდებარე ერთ-ერთ ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა.

აღნიშნულის შესახებ ჩინური გამოცემა Global Times ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიაზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ცნობით, აფეთქებას ახლდა მძლავრი ხმაური და ცეცხლი.

როგორც ცნობილია, ინციდენტის მიზეზი ქარხნის მახლობლად მდებარე მდინარის ადიდება და წყალდიდობა გახდა. ადგილობრივი დროით 04:00 სთ-ზე ხელისუფლებამ განაცხადა მდინარე ინჰეში წყლის დონის მკვეთრი მატების შესახებ, რამაც ქარხნის კედელი დააზიანა და წყალი საწარმოში შევიდა.

ქარხანაში მაშინვე შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება და მომსახურე პერსონალის ევაკუაცია დაიწყო. დაახლოებით 06:00 სთ-ზე, ქარხანაში წყლის შესვლის გამო, მაღალი ტემპერატურის მქონე ხსნარის ავზი აფეთქდა.

ადგილზე მუშაობს პროვინციის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.