ჩინეთის ეროვნული განვითარებისა და რეფორმის კომისია უხანში საავადმყოფოების ასაშენებლად 43 მილიონ დოლარს გამოყოფს
ჩინეთის ეროვნული განვითარებისა და რეფორმის კომისია უხანში საავადმყოფოების ასაშენებლად 43 მილიონ დოლარს გამოყოფს

ჩინეთის ეროვნული განვითარებისა და რეფორმის კომისია ქალაქ უხანში, სადაც ახალი კორონავირუსი მძვინვარებს, საავადმყოფოების ასაშენებლად 300 მილიონ იანს, 43 აშშ მილიონ დოლარს გამოყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“, ადგილობრივ სააგენტო სინჰუაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჩინეთში კორონვარუსით გარდაცვლილთა რიცხვი 80-მდე გაიზარდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, ინფიცირებულია 2 700 ადამიანი.