ჩინეთის ექსპორტი აპრილში 3,5 პროცენტით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს. როგორც გამოცემა იუწყება, ჩინეთის ხელისუფლების მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემებით, პანდემიის შედეგად შემცირებული მოთხოვნის მიუხედავად, აპრილის თვეში ექსპორტი გაზრდილია.
იმპორტი გასულ წელთან შედარებით 14,2 პროცენტით არის შემცირებული.
შეგახსენებთ, რომ იანვარსა და თებერვალში ჩინეთის ექსპორტი ეპიდემიის გამო 17,2 პროცენტით იყო შემცირებული.
ბლუმბერგის ექსპერტები პროგნოზირებდნენ, რომ ჩინეთის ექსპორტი 11 პროცენტით, ხოლო იმპორტი 10 პროცენტით შემცირდებოდა.
მიუხედავად ექსპორტის ზრდისა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს ტენდენცია დიდი ხნით არ შენარჩუნდება, რადგან ჩინეთის მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში რეცესია არის მოსალოდნელი.