ჩინეთის ელჩი - „სინოფარმის“ 100 მილიონზე მეტი დოზა უკვე გამოყენებულია და სერიოზული გვერდითი ეფექტები არ მოჰყოლია
ჩინეთის ელჩი - „სინოფარმის“ 100 მილიონზე მეტი დოზა უკვე გამოყენებულია და სერიოზული გვერდითი ეფექტები არ მოჰყოლია

საქართველოში ჩინეთის ელჩი ლი იანი აცხადებს, რომ ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინის დაახლოებით 100 მილიონზე მეტი დოზა მსოფლიო მასშტაბით უკვე გამოყენებულია და სერიოზული გვერდითი ეფექტები არ მოჰყოლია.

ამის შესახებ ელჩმა ​დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა მსოფლიოს ძალიან ბევრმა ქვეყანამ აღიარა

„სინოფარმის“ ვაქცინა დამზადებულია ტრადიციული, სანდო ვირუსის ინაქტივირების მეთოდით, ამიტომ მას აქვს ძალიან ცოტა გვერდითი მოვლენა. ვაქცინის დაახლოებით 100 მილიონზე მეტი დოზა უკვე გამოყენებულია, მაგრამ რაიმე სერიოზული გვერდითი ეფექტები არ მოჰყოლია. ამ ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა მსოფლიოს ძალიან ბევრი ქვეყნის მიერ არის აღიარებული“, – განაცხადა ელჩმა.