ჩინეთის და ბრაზილიის ერთობლივი განცხადება – ვიმედოვნებთ, რუსეთი და უკრაინა რაც შეიძლება მალე დაიწყებენ პირდაპირ დიალოგს
Flags are seen during a news conference at the Brazilian Embassy in Beijing, China April 14, 2023. REUTERS/Tingshu Wang/Pool
ჩინეთი და ბრაზილია იმედს გამოთქვამენ, რომ მოსკოვი და კიევი რაც შეიძლება მალე დაიწყებენ პირდაპირ დიალოგს, – ამის შესახებ ნათქვამია ორი ქვეყნის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ბრაზილიის პრეზიდენტის, ლუის ინასიუ ლულა და სილვას პეკინში ვიზიტის შედეგად გამოქვეყნდა.
„ჩინეთი და ბრაზილია მიესალმებიან რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წინადადებას სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვის შესახებ, ასევე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პოზიტიურ განცხადებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია: „ჩინეთი და ბრაზილია იმედოვნებენ, რომ რუსეთი და უკრაინა რაც შეიძლება მალე დაიწყებენ პირდაპირ დიალოგს, რაც არის კონფლიქტის დასრულების ერთადერთი გზა“.