ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში კორონავირუსის ხელახლა გავრცელების გამო, 100 მილიონზე მეტი ადამიანი კარანტინის რეჟიმში იმყოფება
ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში კორონავირუსის ხელახლა გავრცელების გამო, 100 მილიონზე მეტი ადამიანი კარანტინის რეჟიმში იმყოფება

ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში კორონავირუსის ხელახლა გავრცელების გამო, 100 მილიონზე მეტი ადამიანი კარანტინის რეჟიმში იმყოფება. ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს. კარანტინის რეჟიმი მოქმედებს პროვინცია გირინის ქალაქ შულიანში და პროვინცია ლიაონინში.

როგორც „საუზ ჩინა მორნინგ პოსტი“ იუწყება, ორივე რეგიონში ერთად კორონავირუსის ახალი 37 შემთხვევა გამოვლინდა.

ქალაქ შულანის ხელისუფლებამ 18 მაისიდან ჩაკეტეს ის სახლები, სადაც სავარაუდო ინფიცირებულები ცხოვრობენ. მოქალაქეებს სახლიდან გასვლა მხოლოდ დღეში ერთხელ შეუძლიათ. მთლიან პროვინციაში შეჩერებულია სატრანსპორტო და სარკინიგზო მიმოსვლა.

ამასთან, ცნობილი ხდება, რომ თანამდებობიდან გაათავისუფლეს ექვსი ადგილობრივი მაღალჩინოსანი, რომელთაც კორონავირუსის გავრცელების პრევენცია ჰქონდათ დავალებული.

როგორც ჩინური მედია წერს, ვარაუდობენ, რომ ჩინეთს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ვირუსი რუსეთიდან დაბრუნებულმა მოქალაქეებმა ჩაიტანეს.